კინოთეატრ ,,ამირანში’’ ამირან ნიკოლეიშვილის საავტორო,მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ,,დუერსის’’ პრემიერა გაიმართა. ფილმი სამი ქართველი ინოვატორის დავით ჩეჩელაშვილის, ნანა დიხამინჯიას და გიორგი შეშაბერიძის განსხვავებულ ისტორიებს აერთიანებს, რომელშიც მოთხრობილია აფხაზეთის ომის, 90-იანი წლებისა და აგვისტოს ომის შესახებ. რეალური ცხოვრების ეპიზოდები მხატვრული სცენებით არის გაცოცხლებული და ნაჩვენებია, როგორ შეძლეს პერსონაჟებმა სირთულეების გადალახვა, ხარისხიანი განათლების მიღება, შესაძლებლობების გამოყენება და წარმატების მიღწევა. ფილმი ქართველი ხალხის შეუპოვარ, ბრძოლისუნარიან ხასიათს უსვამს ხაზს და მაგალითებს გვახსენებს, როგორ იბრძოდნენ ისინი თავისუფლებისა და პროგრესისთვის.