იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვის პარალელურად დეპუტატებმა საკუთარი პოზიციები კომიტეტის გარეთ მედიასთან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. მათ შორის გამოეხმაურნენ სახალხო დამცველის გზავნილებს. ოპოზიცია ქართული ოცნების მხრიდან ეროვნული ინტერესების ღალატზე საუბრობს, უმრავლესობა კი ოპონენტებს დესტრუქციაში ადანაშაულებს.