ვერთიანდებით ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ - ამ სახელწოდებით პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იქამდე იბრძოლებენ, სანამ ხელისუფლება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონს უკან არ გაიწვევს. მათივე განმარტებით, შეკრების მთავარი მიზანი, მმართველი პარტიისათვის დისკოფორტის შექმნა და აღნიშნული კანონის ყველა დასაშვები, დემოკრატიული ფორმით გაპროტესტებაა.