საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. პრეზიდენტის განმარტებით, ეს იდეა საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფასა და ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას ემსახურება. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი იზიარებს. ხელისუფლების ოპონენტები გამოთქვამენ მზაობას, რომ საერთო იდეის გარშემო გაერთიანდნენ და “ქართულ ოცნებას” დასავლური ღირებულებების შესაბამისად დაუპირისპირდნენ. “ქართულ ქარტიას” მხარდაჭერას ის სტუდენტებიც უცხადებენ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონს თვეზე მეტია აპროტესტებენ.