პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის დელეგაცია, რომელიც საქართველოს ვიზიტით სტუმრობს, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან არსებულ მძიმე ვითარებას გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდრებს გამართავს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმსარებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, დელეგაციის წევრები დაესწრებიან საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულს სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს.