ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვისთვის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია დასრულებულია - Palitra News

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვისთვის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია დასრულებულია

2024-05-25 16:05:46+04:00

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვისთვის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია დასრულებულია. პუტინის თქმით, ზელენსკის ლეგიტიმურობის საკითხს „უკრაინაში უნდა გაეცეს პასუხი“. გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს.