პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაწილში, ერთ-ერთ სოფელში ჩამოწოლილმა მეწყერმა ასობით ადამიანი მოიყოლა. როგორც „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, მეწყერმა 1100-ზე მეტი სახლი და 300-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა. მეწყერი სოფელ კაოკალამში ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის სამ საათზე ჩამოწვა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მედიის ცნობით, ამ დროისთვის ამოყვანილია ოთხი ცხედარი. სტიქიის შედეგად ბლოკირებულია სოფლამდე მისასვლელი მაგისტრალი. ადგილზე მისვლა მხოლოდ ვერტმფრენებითაა