აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ახლა უკვე „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ფიზიკურ პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვებსა და სამხედრო დახმარების დაფინანსების შეჩერებაზეა საუბარი. ამის პარალელურად ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა რომ სანქციებთან დაკავშირებით პერსონალურ სიას ჯერჯერობით არ გამოაქვეყნებენ. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა „კლუბში“ გაწევრიანების მცდელობასთან. აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელი სანქციების ნაწილი მთავარი განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.