თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი საკრებულოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებს. პარტია „ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, მისი პარტიის წარმომადგენლები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან იქამდე, სანამ "პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ განვითარდება".
ამასთან, თბილისის საკრებულოში ბოიკოტის რეჟიმს „გირჩი-მეტი თავისუფლებაც“ უერთდება. პარტიიის წევრის, ცოტნე კობერიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია ყველა სახელმწიფო ორგანოს ავალდებულებს, რომ ქვეყნის პროდასავლური კურსი უზრუნველყოს, მაგრამ ამ ვალდებულებას თბილისის საკრებულო გაურბის.