ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც გუშინ ევროპელი დიპლომატის მხრიდან მუქარის შემცველ სატელეფონო საუბრის დეტალებზე ისაუბრა, მისი განცხადების ნაწილი კონტექსტის გარეშე გააჟღერა. ვარჰეი აღნიშნავს, რომ სლოვაკეთის პრემიერთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევის მაგალითად მოყვანის მიზანი პოლარიზაციის მაღალი დონის რისკებზე მითითება იყო. ირაკლი კობახიძისა და ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბარმა პოლიტიკური ძალები კვლავ ერთმანეთს დააპირისპირა.