ამერიკის შეერთებული შტატები კონკრეტულ ქმედებებზე გადადის. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებიდან ირკვევა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას იღებს. აღნიშნული კი იმ პირებზე გავრცელდება, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან. გავრცელებულ განცხადებაში საუბარია აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გადახედვაზეც. ენტონი ბლინკენის განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. რა განცხადებები კეთდება საკითხზე და როგორია ოფიციალური ვაშინგტონიდან გზავნილები.