ახალი ზეპარტიული საარჩევნო პლატფორმის „ ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე ახალი პლატფორმის ლიდერებმა „ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ შექმნის მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. მათ საზოგადეობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს და პოლიტიკურ პარტიებს ერთობაში გაერთიანებისკენ მოუწოდეს. ახალი პლატფორმა, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დაფუძნდა პოლიტიკურ პარტია „ევროპელ დემოკრატებთან“ ერთად, რომელიც, როგორც კვალიფიციური სუბიექტი, ნომერი 6-ით მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.