მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, მმართველი პარტია 28 მაისს სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას მაინც გეგმავს. ამის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაიძლევა, ამას მკაფიო და შესაბამისი შედეგი მოჰყვება. დეპუტატები ამ თემასაც აქტიურად გამოეხმაურნენ.