აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც იმ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე გავრცელდება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. გავრცელებულ განცხადებაში საუბარი აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების ძირეულ გადახედვაზეც. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. რას აცხადებენ ამასთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსები და როგორია სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის გზავნილები