ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ლატვიელ ევროპარლამენტარს ანსის პუპოლსის შეხვდა. პარტიიის განცხადებით შეხვედრაზე საუბარი შეეხო, საქართველოს დასავლური კურსის ცვლილებას, საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ დამოკიდებულებებსა და მასზე კრემლის გავლენებს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ლატვიელი ევროპარლამენტარი ანსის პუპოლსი ჩვენი ქვეყნის გულმხურვალე მხარდამჭერი. ხაბეიშვილის განცხადებით ისინი გააგრძელებენ საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციას, რომ მათ მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ და ნატოსკენ.