საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორი იმყოფება. მატეო მეკაჩიმ შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ქართული ოცნების ლიდერებთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან გამართა. შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობა. პაპუაშვილმა მატეო მეკაჩის მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირის მიერ სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერისთვის. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. საუბარი, ასევე, შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს.