შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი, მეორე ახალი ევროპული ტიპის H 145 ვერტმფრენი შეემატა. სასაზღვრო პოლიციისთვის ვერტმფრენის გადაცემის ცერემონია გერმანიაში გაიმართა. ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით.