საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეუთო/ოდირის დირექტორთან მატეო მეკაჩისთან საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ე.წ.“ გამჭვირვალობის’ კანონის მიღებით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე შესაძლო შედეგები განიხილა.ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, ვეტოზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ვეტოს დაადებს ყველა იმ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიულ განვითარებას.