რუსეთში შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე, ვადიმ შამარინი დააკავეს - Palitra News

რუსეთში შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე, ვადიმ შამარინი დააკავეს

2024-05-23 15:25:10+04:00

რუსეთში შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე, ვადიმ შამარინი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, 22 მაისს სასამართლომ შამარინს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. როგორც ცნობილია, გენერალ ვადიმ შამარინის მიმართ წაყენებული ბრალდება 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.