თაფლის ექსპორტი 51%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 4 თვეში საქართველოდან დაახლოებით 14. ტონა პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 29 ტონა.
ამავე მონაცემების მიხედვით, 4 თვის განმავლობაში 1 კგ საექსპორტო თაფლის საშუალო ფასმა 6,6 დოლარი შეადგინა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში - 7,4 დოლარი. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც წელს საქართველოდან თაფლი გასაყიდად გავიდა: ეს არის აზერბაიჯანი, ერაყი, აშშ, სომხეთი და იაპონია.