თბილისში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „მცენარეთა გენეტიკური რესურსები: შესაძლებლობები და გამოწვევები“. კონფერენცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ გახსნა. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოლფის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და სოლომონ პავლიაშვილი. საერთაშორისო კონფერნცია, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიებითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭრით იმართება, 22 მაისს გაიხსნა და 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.