შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე "H 145“ ვერტმფრენი შეემატა - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე "H 145“ ვერტმფრენი შეემატა

2024-05-23 12:28:35+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე "H 145“ ვერტმფრენი შეემატა. მისი ოფიციალური გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში მოხდა. ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. აღსანიშნავია, რომ ახალი, ევროპული ტიპის ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება ქართული ეკიპაჟის მიერ განხორციელდა, რომელთაც სრული გადამზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის​ სასწავლო აკადემიაში გაიარეს.