ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია. „ქართული ოცნება“ დასკვნას მწვავედ აკრიტიკებს და ანგარიშს პოლიტიკურად მიკერძოებულს უწოდებს. განსხვავებულია ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები - ისინი თვლიან, რომ ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ქართულ კანონმდებლობას არ შეესაბამება - ისინი ე.წ. გამჭვირვალობის კანონს კვლავ რუსულს უწოდებენ.