ევროპული დედაქალაქები „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ - როგორ ეხმაურებიან ვენეციის კომისიის დასკვნას სტრატეგიული პარტნიონები და რა განცხადებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროპული დედაქალაქები „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ - როგორ ეხმაურებიან ვენეციის კომისიის დასკვნას სტრატეგიული პარტნიონები და რა განცხადებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

2024-05-22 20:21:49+04:00

ევროპული დედაქალაქები „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი საკითხთან დაახლოებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მომავალ კვირას გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოდიან. ვარიანტები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, მიზანმიმართულ სანქციებსა და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვას მოიცავს.