ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას საერთაშორისო გამოეხმაურებაც მოჰყვა - ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები აცხადებენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს და ე.წ. გამჭვრირვალობის კანონი უნდა გაიწვიოს. საკმაოდ კრიტიკული განცხადებებით საქართველოს მთავრობას სხვადასხვა მხარეებმა მიმართეს, მათ შორის არიან ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრატიას საფრთხეში აგდებს და ქვეყანას ევროინტეგრაციის საშუალებას ართმევს. გარდა ამისა, „ფაინანშალ თაიმსმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ევროპის მხრიდან საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს განიხილავენ - რა ზომებზეა საუბარი და რას უნდა ველოდოთ საერთაშორისო აქტორებისგან.