საქართველოს მმართველმა პარტიამ ამერიკელი კონგრემენის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი გააკრიტიკა - რას აცხადებს ოპოზიცია - Palitra News

საქართველოს მმართველმა პარტიამ ამერიკელი კონგრემენის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი გააკრიტიკა - რას აცხადებს ოპოზიცია

2024-05-22 09:17:54+04:00

საქართველოს მმართველმა პარტიამ ამერიკელი კონგრემენის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი გააკრიტიკა, რომელიც ე.წ. „განმჭვირვალობის კანონის“ გაწვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს აშშ-სთან ვიზალიბერალიზაციასა და ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობს. როგორც „ქართულ ოცნებაში’’ აცხადებენ, კანონი, რომელიც მმართველმა პარტიამ მიიღო, ქვეყანაში სიმშიდის ერთადერთი გარანტიაა. აღნიშნულ მოსაზრებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ - ისინი აცხადებენ, რომ ამერიკელი სენატორის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტში ყველა ის პუნქტია გაწერილი, რომელიც საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება.