აჭარაში უძრავი ქონების გაყიდვების 24% - რუსეთის, 20% საქართველოს, ხოლო 6% ისრაელის მოქალაქეებზე მოდის. ამის შესახებ ინფორმაცია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული. როგორც აღმოჩნდა კომპანიამ მიმდინარე წლის აპრილში ჩაატარა 5 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელთაც მიმდინარე სამშენებლო პროექტები აჭარაში აქვთ. შედეგებიდან ირკვევა, რომ 2018-2019 წლებში დაწყებულ პროექტებში არსებული ბინებიდან მხოლოდ 20%-ია გაუყიდავი, ხოლო 2020-2021 წლებში დაწყებულ პროექტებში არსებული ბინებიდან 60% მთლიანად გაყიდულია. აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე 2023-2024 წლებში საქართველოს მოქალაქეებზე მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 20% მოდიოდა, რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვების 24% მოდის, ხოლო ისრაელის 6%. გაყიდვების მეორე ნახევარი მოიცავს მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ნათქვამია კვლევაში.