აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო სახელმწიფო პროგრამას იტალიელი ენტომოლოგები ეცნობიან. საქართველოში მათი ვიზიტი თხილის მწარმოებელი კომპანია „აგრიჯორჯიას“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის და სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში, იტალიელმა მეცნიერებმა ადგილზე მობილიზებული სპეციალიზებული ტექნიკა და მართვის ცენტრის აღჭურვილობა დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მავნებლის საწინააღმდეგოდ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი არ გაზრდილა და მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ფარგლებში რჩება.