ეუთო ოდირის წარმომადგენლები პარლამენტში დღეს პარტია „ლელოს“ და პარტია „მოქალაქეების“ წევრებს შეხვდნენ. ხელისუფლების ოპონენტებმა შეხვედრაზე 2024 საპარლამენტო არჩევნების გარდა, სხვა აქტუალური პოლიტიკური საკითხებიც განიხილეს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ძირიტადი უურადღება სწორედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და იმ სარჩევნო ცვლილებებზე გამახვილდა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ზუსტად 1-ი თვის ვადაში ეუთო ოდირი, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შესაფების დოკუმენტს გამოაქვეყნებს.