იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს არ მიიღებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის გადაცემაზე მსჯელობას დაიწყებს. აღნიშნულ საკითხს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ - ისინი ამბობენ, რომ ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი სურთ - დასავლეთი თუ რუსეთი. ხელისუფლები ოპონენტები იმედს გამოთქვამენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. კიდევ რას ამბობენ აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის წევრები.