მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალის „სტუდფესტი 2024-ის“ ფარგლებში ინტერმედიის კონკურსი გაიმართა, რომელშიც საუნივერსიტეტო თეატრალური დასები მონაწილეობდნენ. კონკურსს, რომელიც სტუდენტებში სამსახიობო ნიჭისა და უნარ-ჩვევების გამოვლენას ისახავს მიზნად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. „სტუდფესტი 2024“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მასში საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25 000-მდე სტუდენტი მონაწილეობს.