ამერიკული გამოცემა პოლიტიკოს თანახმად, აშშ-მ შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს. გამოცემა წერს, რომ სანქციების სამიზნე, სავარაუდოდ როგორც მმართველი პარტიის კანონმდებლები, ასევე მათი ოჯახის წევრები იქნებიან. სტატიაში განმარტებულია, რომ სანქციების ამოქმედება იმ პოლიტიკის დამსახურება იქნება, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში აირჩია. საქნციებთან დაკავშირებით საუბარი ისევ არასერიოზული ჰგონია მმართველ გუნდს, რომელიც ფიქრობს რომ ყველანაირ სანქციაზე უფრო მაღლა ქვეყნის ეროვნული ინტერესებზე ზრუნვა დგას.