მმართველი გუნდი პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დაძლევას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მომდევნო კვირას აპირებს. მანამდე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები დღევანდელ ბიუროს სხდომას ოფიციალურად წარედგინება. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განხილვის მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკირ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები მიესალმებიან ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ქართულ ოცნებას სადავო კანონზე დისკუსიის შესაძლებლობა აღარ დაუტოვა. თავისმხრივ მმართველ გუნდში კი აცხადებენ რომ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტისთვის წარდგენილი მოტივირებული შენიშვნებით ქართველ ხალხს დასცინის.