ჩამოვა თუ არა საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგ კოლეგას მოწვევა უკვე გაუგზავნა. ზურაბიშვილი ფიქრობს რომ მაკრონის თბილისში ვიზიტი დამოუკიდებლობის დღეს, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების მნიშვნელოვანი გამოხატულება იქნება. იქამდე კი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოხატავენ და ამბობენ რომ ჯერი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზე და ქართველ ხალხზეა.