უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დღევანდელ ბიუროს სხდომას ოფიციალურად წარედგინება. ამის პარალელურად სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები განხილვის მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკირ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები მიესალმებიან ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითან პრეზიდენტმა ქართულ ოცნებას სადაო კანონზე დისკუსიის შესაძლებლობა აღარ დაუტოვა. თავისმხრივ მმართველ გუნდში კი ღიად აცხადებენ რომ ზურბაიშვილის მორიგი ვეტო სიმბოლურად დაიძლევა.