დაძლევს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის ვეტოს - მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ შენიშვნების გარეშე ვეტოს უფლების გამოყენება დასტურია, რომ მას კანონის საწინააღმდგეგოდ არავიტარი არგუმენტი არ გააჩნია. საპარლამენტო უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ სამართლებრივი არგუმენტის გარეშე კანოპნზე ვეტოს დადება შესაძლოა კონსტიტუციურ ნორმას ეწინააღმდეგებოდეს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, კი სალომე ზურაბიშვილის ვეტო აჩენს შანსს რომ მმართველ გუნდმა ხალხის ხმას მოუსმინოს, უკან დაიხიოს და ამით ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია გადაარჩინოს.