ახალ კალედონიაში, არეულობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. საფრანგეთის უსაფრთხოების ძალების ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში ახალ კალედონიაში შეიარაღებული შეტაკებების შედეგად უკვე მეექვსე ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი მძიმედ დაშავდა. ახალ კალედონიაში საპროტესტო აქციები საარჩევნო კანონის საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ დაიწყო, რომელიც ტერიტორიაზე 10 წლის განმავლობაში მცხოვრებ მოსახლეობას არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას აძლევს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა ოთხშაბათს ახალ კალედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.