სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექიმები ბრატისლავაში მის ტრანსპორტირებას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ და როგორც ცნობილია, გასულ პარასკევს ფიცოს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. სლოვაკეთის პრემიერმინისტრ 15 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინციდენტი, ქალაქ ჰანდლოვაში, ადგილობრივი კულტურის სახლის წინ მოხდა, სადაც ფიცო მხარდამჭერებთან შესახვედრად მივიდა. პრემიერის მკვლელობის მცდელობისთვის 71 წლის კაცს ბრალი უკვე წარუდგინეს.