არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ გამჭვირვალობის კანონში შეტანილ ცვლილებებს აკრიტიკებენ - რა განცხადებები კეთდება საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში და რას განმარტავს მმართველი გუნდი - Palitra News

არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ გამჭვირვალობის კანონში შეტანილ ცვლილებებს აკრიტიკებენ - რა განცხადებები კეთდება საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში და რას განმარტავს მმართველი გუნდი

2024-05-18 14:46:03+04:00

არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ ე.წოდებული გამჭვირვალობის კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ყველა მოქალაქე, მათ შორის ფიზიკური პირი, 5000 ლარით დააჯარიმოს. კანონის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების, მათ შორის საიდუმლოებებისა და "განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების" - კერძოდ კი, სქესობრივი ცხოვრების, პოლიტიკური შეხედულებების და სხვა ცნობების მოძიების უფლება ექნება. მესამე სექტორის წარმომადგენლები მალულად ჩამატებულ მუხლებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ ცვლილებებზე კომიტეტის ფარგლებში მსჯელობა არ ყოფილა. გავრცელებულ ინფორმაციას მმართველ პარტიაში უარყოფენ და ამბობენ, რომ რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზე არ გავრცელდება.