თეთრი სახლი უკმაყოფილოა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, მიიწვიოს რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ამის შესახებ გამოცემა POLITICO-ს აშშ-ის ადმინისტრაციის ორმა წარმომადგენელმა განუცხადა. მათივე ცნბობით, შეისაძლოა, ამ ნაბიჯმა რუსებს შეახსენოს, რომ ისინი ოდესღაც რეალურად ებრძოდნენ ნამდვილ ნაცისტებს და არა წარმოსახვით ნაცისტებს უკრაინაში“. როგორც POLITICO აღნიშნავს, საფრანგეთის გადაწყვეტილებამ ევროპის ზოგიერთი ლიდერის აღშფოთება გამოიწვია. მათ აღნიშნეს, რომ რუსეთი ორ წელზე მეტია აწარმოებს არაფრით პროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.