ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხია და ჩინეთი სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არ ერევა. როგორც ჩინეთის ელჩმა განმარტა, საქართველოს შიდა პოლიტიკაში არჩარევა, სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი პატივს სცემს ქვეყნის სუვერენიტეტს.