"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს პატიმრობა შეეფარდა - რას აცხადებს დაკავებულის ადვოკატი - Palitra News

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს პატიმრობა შეეფარდა - რას აცხადებს დაკავებულის ადვოკატი

2024-05-17 19:34:46+04:00

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, რომელსაც პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის განმარტებით, საქმეში ვიდეომასალა, ასევე ნარკოტიკებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები არსებობს. ადვოკატი კი აცხადებს,რომ ბრალდებული პოლიციელს თავს არ დასხმია და მას საკუთარი თავისა და სხვა პირების დაცვის მცდელობა ჰქონდა.