იურისტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებული ვერსიის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ყველა პირი, მათ შორის ფიზიკური პირები 5000 ლარით დააჯარიმოს. მესამე სექტორის წარმომადგენლები მალულად ჩამატებულ მუხლებზე საუბრობენ და ამბობენ რომ აღნიშნულ ცვლილებებზე კომიტეტის ფარგლებში მსჯელობა არ ყოფილა. გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ მმართველ გუნდში და ამბობენ რომ რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზე არ გავრცელდება. ამის პარალელურად საქართველოს პარლამენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. თავად სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ვეტოს დადებით ის არ მისცემს მმართველ პარტიას ე.წ რუსული კანონის გაკეთილშობილების შესაძლებლობას. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან ოპოზიციაში. მმართველი გუნდის წევრები კი უკვე ღიად აცხადებენ რომ ზურაბიუშვილის სიმბოლურ ვეტოს აუცილებლად დაძლევენ.