პრემიერი - პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან მზაობა კონსულტაციებისთვის - თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, რაც დღემდე არ მიგვიღია, გვექნება დისკუსია ყველა თემაზე - Palitra News

პრემიერი - პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან მზაობა კონსულტაციებისთვის - თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, რაც დღემდე არ მიგვიღია, გვექნება დისკუსია ყველა თემაზე

2024-05-17 12:15:22+04:00

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საერთაშორისო ლიდერების მხრიდან კვლავ კრიტიკის საგანია. პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ და იმ რისკებზე საუბრობენ, რომელსაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ამოქმედება გამოიწვევს. საერთაშორისო ლიდერების პოზიციები უკვე შეაფასეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.