ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძრის ეზოში მოქალაქეები იკრიბებიან - Palitra News

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძრის ეზოში მოქალაქეები იკრიბებიან

2024-05-17 11:38:09+04:00

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში საზეიმო მსვლელობა გაიმართება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო მსვლელობა სამების ტაძრისკენ, მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი. თბილისის გარდა ცნობილია, რომ მსვლელობა იგეგმება სხადასხვა ეპარქიაში, მათ შორის ქუთაისში, მცხეთაში, რუსთავში და ბათუმში.