ლევან ხაბეიშვილი - „რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფსს - ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება დაარიგოს ხელფასები, პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება და თუ გასცემს, ამას ექნება ქაღალდის ფასი - Palitra News

ლევან ხაბეიშვილი - „რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფსს - ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება დაარიგოს ხელფასები, პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება და თუ გასცემს, ამას ექნება ქაღალდის ფასი

2024-05-16 19:42:31+04:00

„რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფს - ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება დაარიგოს პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება, ან თუ გასცემს ხელფასებს, პენსიებს, სოციალურ დახმარებას, ამას ექნება ქაღალდის ფასი , - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. მისი თქმით თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვეტოც დაძლია, შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ლარის კურსის გაუფასურება.