სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმისთვის დაკავებული აღიარებს, რომ რობერტ ფიცოს თავს პოლიტიკური მოტივით დაესხა. თავდამსხმელი 71 წლის მწერალი, ერთ-ერთი ლიბერალური პარტიის აქტივისტი- იურაი ცინტულაა. სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს. სლოვაკურმა მედიამ დაკავებულთან გასაუბრების ამსახველი კადრები გაავრცელა, რომელშიც დაკავებულმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მედიას დევნიან და მოსამართლე იან მაზაკის თანამდებობიდან გადაყენებას აპროტესტებდა. 15 მაისს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა სტაბილურია.