16 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დასავლელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი პუტინის პოლიტიკას ასახავს, ამიტომ, ისინი აცხადებენ, რომ მათი პასუხისგების საკითხის დაყენებაზე არ იყოყმანებენ. ამავდროულად, საქართველოს მმართველ პარტიაში სანქციებზე საუბარს არასერიოზულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება და ცალკეული ნაბიჯი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა წარმოადგენს. კიდევ რას ამბობენ უცხოელი დიპლომატები და რას პასუხობენ მათ საქართველოში.