სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის, ტომას ტარაბას განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, პრემიერი ახლა მკურნალობის კურსს გადის, რის შესახებაც საზოგადოება ინფორმაციას პერიოდულად მიიღებს. 15 მაისს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო თავდასხმის დროს დაიჭრა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. ეჭვიტანილი დაკავებულია.