ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და არასამთავრობო სექტორთან გამართეს. შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მათ აღნიშნეს, რომ საუბრის მთავარი თემა - ე.წ. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იყო, რომელიც, მათი შეფასებით, საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. მინისტრები ამბობენ, რომ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლებას დაუსახელეს არგუმენტები, თუ რატომ არ შეესაბამება ის ევროკავშირის პრინციპებს. ევროპელი მინისტრების ამ გზავნილებს ოპოზიცია სრულად ეთანხმება. მათი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქართველ ხალხს, ევროპული მომავლის დაცვაში დაეხმარნონ. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, საპარლამენტო უმრავლესობაში თვლიან, რომ პროცესი ე.წ. „მაიდანიზაციის“ სურათის გამეორებაა.